29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დიდთოვლობაა. ზოგან თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოთხივე მუნიციპალიტეტს. შეჩერებულია სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და "უზუნთა-შქმერი-ზუდალის" საავტომობილო გზებზე, დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იყრება ტექნიკური მარილი.

დღის ამბები