18 აგვისტო 2026,   13:09
ვრცლად
იმერეთის რეგიონში, წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - სტიქიის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა

იმერეთის რეგიონში, წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ქარმა სახლებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა. მერის ინფორმაციით, დაზიანებულია 14 სახლი, ყველა ლოკაციაზე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

ცუდმა ამინდმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივაც. აბონენტების ნაწილი, ამ დრომდე, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები