23 დეკემბერი 2024,   07:57
ვრცლად
რუსთავის ბაზარში სროლა, სავარაუდოდ, პირად შურისძიებას უკავშირდება - მოკლულთა შორის არის შემთხვევითი გამვლელიც

რუსთავში სროლა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ, პირად შურისძიებას უკავშირდება. ამის შესახებ "კურიერთან" თვითმხილველები საუბრობენ.

ამასთან, როგორც "კურიერის" კორესპონდენტმა შემთხვევის ადგილზე გაარკვია, დაკავებული მამაკაცი ამავე ბაზრობაზე აგრო-სექციაში მუშაობდა.

როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა არამხოლოდ სამიზნეს, რომელიც ბრალდებულის ბიძაა, არამედ ახლოს მყოფ დანარჩენ ადამიანებსაც. დაღუპულია ასევე ტაქსის მძღოლი, რომელიც ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ცნობისთვის, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაჭრილია ერთი ადამიანი. შსს-ს ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილია. დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

 

დღის ამბები