27 ივლისი 2024,   04:47
ვრცლად
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა- ამ მონაცემების პერიოდი 2010-დან 2023-მ წლამდეა. საქსტატში აცხადებენ რომ ამ წლების განმავლობაში ცვლილებები ასეთია: გაზრდილია მშპ მიმდინარე ფასებში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე. ასევე აღინიშნება რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, გადაანგარიშების მიზანი მონაცემთა ხარისხიის გაუმჯობესებაა. გადაანგარიშება ხუთ წელში ერთხელ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით ხდება.

“2023 წლის მონაცემებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 79.7 მილიარდ ლარს, ხოლო გადაანგარიშების შედეგად მისი მოცულობა გახდა 80.2 მილიარდი ლარი.

მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე ნაცვლად 8 112-ისა, გახდა 8 170 აშშ დოლარი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წლის მოგეხსენებათ გამოქვეყნებულია 7%, და 7%-ის ნაცვლად სახეზე გვაქვს 7.5%-იანი ზრდა. შეიცვალა ისტორიული მწკრივი 2010 წლიდან. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და მისი მოცულობა ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით თითოეულ წელს გაიზარდა საშუალოდ 600 მილიონი ლარით. დაზუსტების შედეგად მაჩვენებლები საშუალოდ 1.6%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, 2023 წლის მაჩვენებელი გაზრდილია დაახლოებით 58 ამერიკული დოლარით. ეკონომიკის ზრდის მთელი ისტორიული მწკრივი დაზუსტდა მეტობით,“ - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

დღის ამბები