27 ივლისი 2024,   04:28
ვრცლად
პუტინი შესაძლოა სომხეთში ჩავიდეს - მოსკოვი გარანტიებს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტამდე, მოსკოვს უნდა ჰქონდეს გარკვეული გარანტიები სომეხი პარტნიორებისგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გარანტიები მივიღოთ სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში, 1-ელ თებერვალს, ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები აღკვეთოს. გასული წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

დღის ამბები