27 ივლისი 2024,   03:43
ვრცლად
ხაზარაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, პროკურორზე ხმას არ უნდა იღებდეს - პროკურორები მას უნდა უყენებდნენ ბრალდებას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს და წაყენებული აქვს კიდეც, სასამართლომ მას ხანდაზმული თაღლითი დაარქვა - ბექა დავითულიანი

"ლელოს" ლიდერის განცხადება ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გადასახლების შესახებ, უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასების საგანია. ფრაზა, რომელსაც ხაზარაძე პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს, პარტიების უმეტესობისთვის პოლიტიკური ტერორია.

"გირჩში" მიაჩნიათ, რომ ასეთი მეთოდით საუბარი მხოლოდ წინა ხელისუფლების რიტორიკაა და მსგავსი ფრაზების გამოყენება პარტიას მხოლოდ დააზარალებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა მისი მიდგომები და პოლიტიკური ოპონენტების გადასახლებაზე მითითება, ცალსახად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერის გაგრძელებაა.

„ხაზარაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, პროკურორზე ხმას არ უნდა იღებდეს იმიტომ, რომ პროკურორები მას უნდა უყენებდნენ ბრალდებას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს და წაყენებული აქვს კიდეც, ხანდაზმული თაღლითი დაარქვა მას სასამართლომ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის მოსკოვში არ წავა, მოსკოვში წავა ხაზარაძე, როცა ეს არჩევნები დასრულდება, წავიდოდა, ნამუსი რომ გააჩნდეს, ისეთ ცუდ შედეგებს მიიღებს, ჩემი აზრით,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

დღის ამბები