27 ივლისი 2024,   04:30
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი ძალიან კარგი აქვს, მეტის გაკეთება შეგვიძლია - არავინ, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი არ დაიშურებს ძალ-ღონეს, რომ მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს - დავით მათიკაშვილი

კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - მაჩვენებლებს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მმართველი პარტიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, თუმცა თუ ინდექსი, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია, ეს შედეგებშიც უნდა აისახოს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ უნდა გაგრძელდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი ძალიან კარგი აქვს ქვეყანას, ამ კუთხით, ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია ვიყოთ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის, ამიტომაც არავინ, პირველ რიგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ დაიშურებს ძალ-ღონეს იმისთვის, რომ ამ კუთხით მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

კორუფციასთან ბრძოლის შესახებ განცხადება პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანას, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგებში პოზიტიური შედეგები აქვს, თუმცა აუცილებელია ახალ საფეხურზე გადასვლა, რისკების დასაზღვევად.

დღის ამბები