27 ივლისი 2024,   03:41
ვრცლად
ქართული სტენდი ბერლინის ხილის გამოფენაზე - საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა 11-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

ქართული სტენდი ბერლინის ხილის გამოფენაზე - საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა 11-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო. სტენდზე წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვი, ჟოლო, თხილეული და სუნელები, რომელთა მწარმოებლებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

"რამდენიმე დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ და რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია გაყიდვების არეალი, სადაც გვსურს ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია და მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და დამოკიდებულები ვიყოთ განვითარებულ ბაზრებზე და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე გავაკეთოთ აქცენტები,“ - აცხადებს შპს "მკისა“ კომერციული დირექტორი გიორგი გუდაბანიძე.

ბერლინის ხილის გამოფენა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად 63 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2 600-მდე ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.

დღის ამბები