29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
80 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "სამსონი და დალილა" ბრუნდება

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერა ფრანგულ ენაზე, თითქმის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება. ბიბლიური თქმულების გმირებს და მსოფლიოს ნებისმიერი სოპრანოს საოცნებო პარტიას ქართველი არტისტები, 17 თებერვალს გააცოცხლებენ.

სამსონი და დალილას საოპერო დადგმისთვის, იტალიიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს განათების მხატვარი, ააწყვეს დეკორაციები რათა მაყურებელმა ბიბლიურ თქმულებაში აღწერილი ტაძარი და იქ განვითარებული სცენა ბოლომდე აღიქვას. ფრანგულ ენაზე დადგმული ოპერა მონტე-კარლოს თეატრის პროდუქციაა და მას მაყურებელი ქართული სუბტიტრებით იხილავს.

დღის ამბები