15 აგვისტო 2026,   13:40
ვრცლად
რომის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

რომის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კოლეფერსოში, KNDS Ammo Italy-ის ქარხანაში, რომელიც საშუალო და მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალებს, ასევე საჰაერო-კოსმოსური რაკეტებისთვის მყარ საწვავს აწარმოებს, ხანძარი და ძლიერი აფეთქება მოხდა.

არსებული წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დენთის დაწნეხვის საამქროში მოხდა.

აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც ისმოდა.

დღის ამბები