13 მაისი 2024,   11:02
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში 25 წლამდე პირის მკვლელობის საქმეზე 2 ეჭვმიტანილი დააკავეს

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები დაკავებული არიან. "კურიერის" ინფორმაციით, აყვანილია 2 პირი.

25 წლამდე ასაკის მამაკაცი, გუშინ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს. მას გულმკერდის არეში 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

მძიმედ დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები