16 აგვისტო 2026,   18:22
ვრცლად
თეა წულუკიანმა "ნიჭიერთა ათწლედის" შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თეა წულუკიანმა "ნიჭიერთა ათწლედის" შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები კულტურის სამინისტროს და "ფონდ ქართუს" ერთობლივი დაფინანსებით ტარდება და მისი ბიუჯეტი 6 700 000 ლარია.

უკვე დასრულდა შენობის დაზიანებული სახურავისა და გამოუყენებელი ფრაგმენტების დემონტაჟი. ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. დამონტაჟდა დამატებითი სართულის რკინის კონსტრუქციები საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად.

რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. იქამდე, სკოლა, დროებით, სხვა შენობაში ფუნქციონირებს.

დღის ამბები