27 ივლისი 2024,   04:09
ვრცლად
პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ელოდებიან

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.  

ცნობილია, რომ ფინანსთა უწყების პირველი პირი აქცენტის გაკეთებას აპირებს მომავალი 4 წლის ვალის მართვის სტრატეგიაზე, რომელიც უწყებამ მთავრობას უკვე წარუდგინა.  

გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, რომ არა დოლარიზაციის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი, საქართველოს ვალი არ გაცდებოდა ფისკალური წესით განსაზღვრულ ლიმიტს. სწორედ ამიტომ, უწყება მთავარ ამოცანად კვლავ სავალუტო რისკების შემცირებას ასახელებს.  

ოპოზიციას, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მწვავე კითხვები აქვს მომზადებული. მინისტრთან შეკითხვები ექნებათ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც.  

"არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ფინანსური თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ყველა იმ სტანდარტების ფარგლებში, როგორც ეს გამართული ეკონომიკის პირობებში ხდება. ფინანსურ სექტორში არსებული მდგომარეობა შეეხება საბანკო ურთიერთობებსაც ბუნებრივია. ასეთ საკითხებზე იქნება კითხვები ფინანსთა მინისტრთან," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი.

 

 

დღის ამბები