08 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
"ჯაზირა ეარვეისი" ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან შეასრულებს

ქუვეითის ავიაკომპანია "ჯაზირა ეარვეისი" ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის, 2024 წლის 14 ივნისიდან, კვირაში 7-ჯერ შეასრულებს.

საქართველოს ავიაბაზარზე, 2024 წელს კიდევ ორი ახალი ავიაკომპანია - ავსტრიის ავიახაზები და ნიდერლანდური "ტრანსავია" დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას.

ამ ეტაპზე, "ჯაზირა ეარვეისი" რეგულარულ რეისებს, ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.

 

დღის ამბები