27 ივლისი 2024,   04:28
ვრცლად
"გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში "გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

პროექტით გათვალისწინებულია მისი გადახურვა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა. არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება შესაძლებელი იქნება ფერმებზე დაკიდებული საფეხმავლო პანდუსიდან.

სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება. "გადაჭრილი გორა" იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ასევე, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.

დღის ამბები