22 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

გლდანში, მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

რეზო გამხიტაშვილს, საგამოძიებო უწყებამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მან მამას ჭრილობები დანით მიაყენა. გელა გამხიტაშვილი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ბრალდებულს 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები