27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
"ჩვენ თანაბრად ვართ დაინტერესებულნი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფით" - ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში შეხვედრებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით, საუდის არაბეთს სტუმრობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, უკვე შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, შეხვედრისას, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, განსახილველ თემებს შორის იყო ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივაც.

"ჩვენ თანაბრად ვართ დაინტერესებულნი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფით", - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის შეფასებისას.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს - მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს.

 

დღის ამბები