27 ივლისი 2024,   04:54
ვრცლად
ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში გრძელდება

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში გრძელდება. ისრაელს მზად აქვს საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციისა და მომავალი სამხედრო ოპერაციის ოპერატიული გეგმა, რომელიც თავდაცვის არმიამ სამხედრო კაბინეტს უკვე წარუდგინა, თუმცა მედიისთვის რაიონები დაკონკრეტებული არ არის.

რაც შეეხება მძევლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, ისრაელის, "ჰამასისა" და კატარის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ჯო ბაიდენის ოპტიმისტური განცხადების იმის შესახებ, რომ ღაზაში შეთანხმება მიმდინარე კვირის ბოლომდე შეიძლება მიღწეულიყო.

უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა ანკლავში - პერიოდულად ტერიტორიაზე თვითმფრინავები ჰუმანიტარულ დახმარებას პარაშუტებით უშვებენ. ერთ-ერთ ბოლო დახმარება ღაზას იორდანიამ მიაწოდა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების წარმომადგენლის ინფორმაციით, შიმშილის ზღვარზეა ნახევარ მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლე.

 

დღის ამბები