27 ივლისი 2024,   04:45
ვრცლად
მექსიკაში ვულკანი პოპო-კატე-პეტლი გააქტიურდა

მექსიკაში ვულკანი პოპო-კატე-პეტლი გააქტიურდა - კვამლი კრატერიდან ორი კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

ვულკანი დედაქალაქ მეხიკოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ასი კილომეტრის რადიუსში დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პოპო - როგორც მას ადგილობრივი მოსახლეობა ეძახის, 1994 წლის ამოფრქვევამდე მიძინებულ ვულკანად ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.

დღის ამბები