27 ივლისი 2024,   03:27
ვრცლად
IPOA ასოციაციის წევრების შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს

დღეს, 14:30 საათზე, IPOA ოფისში გამართავს ასოციაციის წევრების შემაჯამებელი ბრიფინგს. ავტორ-შემსრულებლები მედიის წარმომადგენლებისთვის გააკეთებენ განცხადებას.

"ეს არის ჩვენი ბოლო, შემაჯამებელი ბრიფინგი ამ თემაზე. უნდა დამთავრდეს ეს უაზრო ბრალდებები, რომლებიც დაცლილია ლოგიკისგან. ჩვენ, ერთ პლატფორმაზე გაერთიანებულმა ხელოვანებმა, როგორც იქნა მივაღწიეთ სამართლიანობას და ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. გვსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორით, რომ GCA, GNRA და GERA-ის ხელოვანები დღეს  ახალ პლატფორმაზე, ასოციაცია IPOA ში ვართ გაერთიანებულები,” - მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საავტორო უფლებების დაცვის კანონში შევიდა ცვლილებები. საქპატენტმა გამოაცხადა კონკურსი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველო ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 26 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 26 ნოემბერს.

29 დეკემბერს აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია მხოლოდ „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას“ (IPOA)-ს მიენიჭა.

IPOA არის ქართველი ხელოვანების მიერ დაარსებული, სახელოვნებო დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ასოციაცია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს სახელოვნებო დარგის განვითარების პარალელურად, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნის ერთგული დარჩება ასოციაცია.

 

 

(R)

დღის ამბები