27 ივლისი 2024,   03:34
ვრცლად
"გვინდა ევროკავშირი? აგერ სისტემა, რომელიც უნდა დავნერგოთ" - გიორგი ვაშაძე ვეტინგის შესახებ

სასამართლოს მიტაცების და მის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის მოთხოვნას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას. ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია".

მოგვიანებით, ვეტინგის საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტება გააკეთა ოპოზიციამ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ გვინდა ქვეყანაში ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოვიზიდოთ, მაშინ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოსთვის რეფორმა უნდა განხორციელდეს.

"ეს არის ევროპული სტანდარტი. გვინდა ევროკავშირი? ხომ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, მათ სჭირდებათ სანდო სასამართლო, შესაბამისად, ეს არის ყველა კომპოზიცია, რომელიც არის შეტანილი შედგება სწორედ ამისგან. გვინდა ევროკავშირი? აგერ სისტემა, რომელიც უნდა დავნერგოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველი გუნდი ვეტინგის საკითხს იმიზეზებს იმისთვის, რომ ევროკომისიის 9 რეკომენდაცია არ შეასრულოს.

"ვეტინგი არის ცალკე გამოყოფილი საკითხი, მაგრამ არის მთლიანად რეფორმის ნაწილი, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე "ქართული ოცნება" უარს ამბობს და ვეტინგი მოაქვს მიზეზად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არ სურთ 9 რეკომენდაციის განხორციელება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები