27 ივლისი 2024,   04:10
ვრცლად
მაინტერესებს, როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მომავალ არჩევნებს - ხატია დეკანოიძე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარლამენტი უსმენს. რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

სხდომის დაწყების წინ განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრმა. ხატია დეკანოიძეს აინტერესებს, როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მომავალ არჩევნებს.

"მაინტერესებს, როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მომავალ არჩევნებს, რომელიც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს იქნება უსაფრთხოების საკითხები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ასევე, ეს იქნება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა 4 მოსამართლე", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

დღის ამბები