27 ივლისი 2024,   04:58
ვრცლად
ომი უკრაინაში - ქვეყნის სამხრეთით, რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში ბალისტიკური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო ჩაირთო

ომი უკრაინაში - ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში ბალისტიკური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო ჩაირთო. შეტევის საფრთხე იყო კიევშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა ჯარებმა ავდიივკას მიმართულებით სტრატეგიულ სოფელ პეტროვსკოზე კონტროლი დაამყარეს.

უკრაინის პირველი პირები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთთან ომის "გაყინვა" უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს და ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს - ამჯერად ეს განცხადება მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა "სი ბი სი ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა.

თურქეთი კი კიევსა და მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში კვლავ სთავაზობს პლატფორმას - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრა.

დღის ამბები