27 ივლისი 2024,   04:17
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა ქრთამის აღებისთვის - წალენჯიხის მერიის თანამშრომლების უფლებადამცველი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება

წინასწარი პატიმრობა ქრთამის აღებისთვის - სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა.

გამოძიება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელსა და უწყების ფინანსისტს, დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 20 ათასი ლარის აღებას ედავება.

დაცვის მხარე თეიმურაზ მებონიასა და ბესიკ ძაძამიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

დღის ამბები