27 ივლისი 2024,   03:41
ვრცლად
რა პერსპექტივა აქვს ლომჯარიასა და პატარაიას ინიციატივას ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის მოზიდვასთან დაკავშირებით - წინადადებაზე პოლიტიკოსები მეორე დღეა მსჯელობენ

რა პერსპექტივა აქვს ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას ინიციატივას ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის მოზიდვასთან დაკავშირებით - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინადადებაზე, მეორე დღეა, მსჯელობენ პოლიტიკოსები.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ იდეა თავიდანვე განწირულია. საკითხთან მიმართებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ოპოზიციაში. ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის მოზიდვასთან დაკავშირებით, ლომჯარია-პატარაიას ინსტრუქცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ 3 ძლიერი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

აქედან ერთში "ნაციონალური მოძრაობისგან", მეორეში სახელისუფლებო გუნდიდან წასულები უნდა გაერთიანდნენ. ე.წ. შუაშისტური გაერთიანება კი "ლელომ" უნდა შექმნას.

"არ მუშაობს ეს საქართველოში. რატომ იცით? იმიტომ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც იტყვის, რომ მოდი, ერთად გავერთიანდეთ, გულში ერთი რამე აქვს, რომ უფრო მეტად შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის, ვიდრე თუნდაც მის პარტნიორს. იდეის გარეშე გაერთიანება უბრალოდ იმიტომ, რომ ბევრნი ვიყოთ და ხმები არ დავკარგოთ, როგორც შეიძლება სურათისთვის გააკეთონ კიდეც, მაგრამ შედეგი მაინც არ იქნება,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი.

დღის ამბები