27 ივლისი 2024,   08:09
ვრცლად
"ვეტინგზე" საუბრობენ უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას ცდილობენ - რატი იონათამიშვილი

თემა, რომელზე მსჯელობაც, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტუალურია - ე.წ. ვეტინგის სისტემა. მისი დანერგვის მცდელობას მმართველი გუნდი მართლმსაჯულებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

უმრავლესობის განმარტებით, აღნიშნული პრინციპის გამოყენება ალბანეთში, მოლდოვასა და უკრაინაში კორუფციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისის გამო მოხდა, თუმცა საქართველოში ასეთი საფრთხე არ არსებობს.

მათივე განმარტებით, ასეთი რადიკალური გადაწყვეტა ქვეყნებში ნორმალურ ვითარებაში გამართლებული არ იქნებოდა.

"ფაქტია, რომ ქართული სასამართლოები ყველა საერთაშორისო კვლევაში მოწინავე ადგილს იკავებენ. ფაქტია, რომ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასამართლოს მიმართ. ასევე, ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოებში ქართული სასამართლო წარმატებას წარმატებაზე. ყოველივე ამის ფონზე, ვეტინგზე საუბარი არის, ერთი მხრივ, უთავმოყვარეო ადამიანების მსჯელობის საგანი და, მეორე მხრივ, ეს არის მათი მცდელობა, რომ რაიმენაირად შელახონ არა მხოლოდ მართლმსაჯულება, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტი,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვთ პოლიტიკურ ოპონენტებს. მათი აზრით, მმართველი გუნდი, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე უარის თქმით, მთლიანად მართლმსაჯულების რეფორმას უგულებლყოფს.

დღის ამბები