14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
როგორი იქნება თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალი - აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "ხმალაძე არქიტექტორებმა" გაიმარჯვა. კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს - ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალისანავიგაციო კოშკურა.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში, სულ მცირე, ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ²-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია - "ხმალაძე არქიტექტორებმა" კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის - შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.

 

დღის ამბები