27 ივლისი 2024,   03:42
ვრცლად
"მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა

"მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის კი ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. მონაცემებს "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" ავრცელებს.

საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით, მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, სარეიტინგო პოზიცია 34 ადგილით გაუმჯობესდა.

ქვეყნების მთავრობების კეთილსინდისიერება შეაფასა შემდეგი კრიტერიუმებით: კორუფციის აღქმა მექრთამეობის რისკი კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს - "მიტაცება" ელიტური და კერძო ინტერესებისთვის.

2024 წელს "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორში, შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით, საქართველომ 61,1 პროცენტი აიღო, რითაც, 12-წლიანი პროგრესით, მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და შეფასება ერთ-ნახევარზე მეტად გაიუმჯობესა.

კვლევით, საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

დღის ამბები