27 ივლისი 2024,   04:20
ვრცლად
თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის პირველში მდებარე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ "ახალი ტფილისის ფარგლებში", წინამძღვრიშვილის პირველში მდებარე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

სამუშაოები, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო წლის ბოლომდე დასრულდება. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 15 მლნ ლარს აჭარბებს.

მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 74-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება, თბილისს ტურისტულ მარშრუტზე კი კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატება.

დღის ამბები