27 ივლისი 2024,   04:31
ვრცლად
"კლავიშების ჯადოქარი" - თბილისის კონსერვატორიაში სანდრო ნებიერიძის სოლო კონცერტი გაიმართება

"კლავიშების ჯადოქარი" - სწორედ ასე აფასებენ ახალი თაობის ქართველ ვირტუოზ პიანისტს საერთაშორისო მუსიკალური კრიტიკოსები.

სანდრო ნებიერიძე ხვალ, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სოლოკონცერტს გამართავს. 2-საათიანი პროგრამა გააერთიანებს შოპენის, პროკოფიევისა და ახალგაზრდა არტისტის მიერ შექმნილ კომპოზიციებს.

კონცერტი ლეგენდარულ კომპოზიტორს - ვაჟა აზარაშვილს მიეძღვნება.

დღის ამბები