15 აგვისტო 2026,   01:11
ვრცლად
ახალციხის განახლებული თოჯინების თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

ახალციხის განახლებული თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „გემრიელად მიირთვით“, საზეიმოდ გაიხსნა.

თეატრი ამიერიდან სპექტაკლებს უფროს თაობასაც შესთავაზებს: დღის პირველ ნახევარში პატარებს უმასპინძლებს, საღამოს კი უფროსი მაყურებლისთვის გამართავს წარმოდგენებს. "გემრიელად მიირთვით" სწორედ უფროსებისთვის განკუთვნილი სპექტაკლია.

თეატრის შენობა, კულტურის სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2023 წელს გარემონტდა, მოეწყო კაფე და განახლდა დარბაზი.

სპექტაკლის "გემრიელად მიირთვით" რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელია ლექსო ჩემია; მხატვარი - ლელა ფერაძე; სპექტაკლში მონაწილეობენ: ანი ხუბუტია, ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი, მიხეილ ბერიძე.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ასევე, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი და მოწვეული სტუმრები.

დღის ამბები