19 აგვისტო 2026,   00:34
ვრცლად
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში მოსახლოებას სახელმწიფო მინისტრმა და სახალხო დამცველმა მიულოცეს

მარნეულში ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძე მოსახლეობას შეხვდა, ადგილზე მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა და თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო.

პრემიერმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა. ნოვრუზ ბაირამი ყოველწლიურად აღინიშნება. გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

ნოვრუზ ბაირამს ულოცავს თანამოქალაქეებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ზაურ დარგალი. 

"ვულოცავ ჩვენ აზერბაიჯანელ დებს და ძმებს. ბუნების გაღვიძება იწყება დღეიდან და გისურვებთ ბარაქას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას," - აღნიშნა ზაურ დარგალმა

დღესასწაულს დაესწრო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და ასევე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. 

"ეს არის არამატერიალური კულტურული ძეგლი იუნესკოს მიერ აღიარებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელების დღესასწაული, ეს არის მთელი საქართველოს დღესასწაული,"- აცხადებს იოსელიანი. 

დღის ამბები