02 ივნისი 2024,   03:36
ვრცლად
მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია - ინფორმაციას რუსული მედია და "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო. ფრენა გადაიდო.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟებია მობილიზებული.

დღის ამბები