ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის ოპერაცია ამ მომენტში შეჩერებულია. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია. ამინდის გაუარესების გამო, მაშველები სამძებრო ოპერაციას ვერ ატარებენ.
რთული რელიეფის გამო, შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკა ვერ შედის, თოვლის საფარის გაწმენდა კი, მუშაობის დროს, მაშველებს უწევთ, რომლებიც მიუვალ ადგილას ვერტმფრენით გადაჰყავთ.
შემთხვევა ბაკურიანში 2 დღის წინ მოხდა - ადგილობრივები, ხუთი ბურანით, შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ. ოთხმა ადამიანმა თოვლის მასას თავი დააღწია, ერთი კი ამ დრომდე იძებნება.