19 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
საჰაერო იერიშის გამო რამდენიმე ოლქში მოსახლეობას თავშესაფრებში მოუწია გადასვლა - კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში

უკრაინაში, საჰაერო იერიშის გამო რამდენიმე ოლქში მოსახლეობას თავშესაფრებში მოუწია გადასვლა.

მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი. შეტევა იყო დონეცკზეც - დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. აფეთქებები ისმოდა ქალაქ ხარკოვში. დაზიანდა სამოქალაქო შენობები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ორამდე გაიზარდა ლვოვის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსული ფრთოსანი რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. კვლავ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

დღის ამბები