16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
"აშშ-ის დაზვერვა არ მისულა მსგავსი ტიპის დასკვნამდე " - როგორ ეხმაურება თეთრი სახლი რუსეთის მხრიდან ამერიკელ დიპლომატებზე აკუსტიკური იარაღით თავდასხმის ვერსიას

"შპიგელის", "ინსაიდერისა" და "სიბიეს ნიუსის" ერთობლივ საგამოძიებო მასალას, სადაც საუბარია, რომ რუსეთი აკუსტიკური იარაღით თავს ესხმოდა ამერიკელ დიპლომატებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თეთრი სახლი ეხმიანება.

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების დაზვერვაში არ გაკეთებულა დასკვნა, რომ რუსეთს კავშირი აქვს ე.წ. ჰავანის სინდრომის შემთხვევებთან.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ფრთხილი ვიქნები. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა არ მისულა მსგავსი ტიპის დასკვნამდე. ეს უბრალოდ იყო შეფასება, რაც დაზვერვის საზოგადოებაში გაკეთდა. თუმცა კონკრეტულ ნაწილზე რუსეთთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, სადაზვერვო საზოგადოება ასეთ დასკვნამდე არ მისულა. ეს არის სადაზვერვო საზოგადოების შეფასება და მე შემიძლია კონკრეტულად ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ მივიდნენ ისინი ამ შეფასებამდე, როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე. მინდა ვიყო ძალიან ფრთხილი. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ", - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო მასალაში საუბარია რუსეთის თავდასხმაზე ამერიკელ დიპლომატებსა და FBI-ის აგენტებზე აკუსტიკური იარაღით. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ჩინეთში, კუბასა და საქართველოში ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამიზნე გახდნენ.

დღის ამბები