კახეთში გზის რეაბილიტაცია კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში დაგეგმილია 3 კილომეტრამდე ასფალტის საფარის დაგება.
კილომეტრამდე ახალი გზა გაკეთდება სოფელ შილდაშიც. ამ ეტაპზე, ორივე სოფელში სანიაღვრე არხები ეწყობა. სამუშაოებისთვის ორი მილიონი ლარია გამოყოფილი.
სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.