18 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
"12 და 9% დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები" - გუგა ქაშიბაძე სასროლეთში დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ

სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულიდან ერთი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო ორი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სამი მამაკაცია დაზიანებული. აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის ტრავმები, ერთი მათგანი, 59 წლის მამაკაცი არის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული, დამწვრობა არის თავის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის, ორივე ზედა კიდური, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, რაც აფეთქებამ გამოიწვია. სერიოზული დაზიანებები აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა, ტრავმიდან გამომდინარე, ამ წუთისათვის სტაბილურია. ორი მამაკაცია მოთავსებული არის ქირურგიულ განყოფილებაში, 30-ის და 39 წლის მამაკაცები, 12 და 9% დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

დღის ამბები