02 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ შეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ შეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯო ბაიდენმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ შტატები ისრაელს მხოლოდ თავის დაცვაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ აშშ-ის კონგრესმა მუშაობის გრაფიკი შეცვალა, კონგრესმენები ისრაელისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებულად დამტკიცებას გეგმავენ.

რამდენიმე საათში ისრაელის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოც შეიკრიბება. ჯო ბაიდენი კი G7-ის ლიდერებს გაესაუბრა.

"ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვიყო" - ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ამერიკაში ჩანიშნული არჩევნების შედეგებზე და ჯო ბაიდენის პოლიტიკურ მომავალზე.

"ნიუ იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ბაიდენს ტრამპმა გაუსწრო. კითხვაზე "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს?" გამოკითხული მოსახლეობის 46% ტრამპს ირჩევს, 45% კი ბაიდენს.

დღის ამბები