30 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
ბათუმში, ე.წ. ჰოლანდიურ სახლში, ხანძარი იყო

ხანძარი იყო ბათუმში - ცეცხლი ხიმშიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ჰოლანდიურ სახლს გაუჩნდა. შენობა, წლებია, უფუნქციოა და დაკეტილი იყო. შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოახერხეს. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენებია.

დღის ამბები