02 მაისი 2024,   13:27
ვრცლად
ერთი აგურის სროლას ადარებთ იმ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რომელსაც სჩადის სპეცრაზმი, ეს არ არის რელევანტური - დავით ხაჯიშვილი

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა რამდენიმე წუთში დაიწყება. ის ინტერპელაციის წესით, ოჯახში ძალადობის საკითხთან და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაიბარა, თუმცა ბოლო დღეებში განვთარებული მოვლენების და აქციების შემდეგ ოპოზიცია დისკუსიას ახალ თემაზე ითხოვს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ შსს მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. 

"ფემიციდის საკითხი მნიშვნელოვანია და ინტერპელაცია ამიტომ გაკეთდა, შეუძლებელია მინისტრი ამ კითხვებს გაექცეს და თავი აარიდოს. 

ასევე რატომ იყო არალეგიტიმური ქმედებები პოლიციის მხრიდან ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გაგვცეს?,"- აცხადებს ლილუაშვილი. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ შსს მინისტრთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. 

"ჩვენ გვექნება კითხვები მიმდინარე პროცესებზე. ეს კითხვა არის - რატომ ამტვრევს თავყბას სპეცრაზმი ჩვენს ახალგაზრდებს? ერთი აგურის სროლას ადარებთ იმ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რომელსაც სჩადის სპეცრაზმი, რა თქმა უნდა, ეს არ არის რელევანტური," - აცხადებს ხაჯიშვილი. 

დღის ამბები