18 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
"ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება" - საქართველოში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს კრაკოვის ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს

"ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება" - ამ სახელწოდებით, საქართველოში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს კრაკოვის ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს. ოქროს ნაკეთობები, ფერწერული ტილოები, კერამიკა და ხელოვნების სხვა ნიმუშები, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა, პოლონეთში, უკვე მეორე დღეა, რაც გამოფენილია.

ქართულ ექსპონატებთან ერთად, გამოფენაში ლუვრის, ბერლინის, იერუსალიმის მუზეუმები მონაწილეობენ, გამოფენა კი ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული ტრადიციული ცეკვით გაიხსნა.

კრაკოვის ეროვნული მუზეუმი გამოფენას სექტემბრის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები