16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრიან - უკრაინას 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოეყო

ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრიან. - ამის შესახებ, ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კი მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. 311 მომხრე, 112 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.

პროცედურის თანახმად კანონპროექტი სენატმა უნდა მიიღოს, შემდეგ კი დოკუმენტს ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი უკრაინას, შესაძლოა, ერთი კვირის ვადაში მიეწოდოს. მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი დოკუმენტს ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს, ხოლო დახმარება უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა.

დღის ამბები