27 ივლისი 2024,   04:20
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარე კვირიდან განახლდება

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვები საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირიდან განახლდება. დეპუტატებმა ცვლილებებზე მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, ორშაბათს უნდა იმსჯელონ და დოკუმენტი მუხლობრივად განიხილონ.

კანონპროექტთან მიმართებით უცვლელია პოლიტიკოსების დამოკიდებულება - საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას, ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.

ამავე დროს "გირჩი" დღეს აპირებს ბიუროზე დაარეგისტრიროს კანონპროექტი ლობიზმის შესახებ, რომლის მიზნადაც ამერიკული კანონის მსგავსად ლობიზმისა და "უცხოური გავლენის" ერთმანეთისგან გამიჯვნა სახელდება.

დღის ამბები