04 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
ისრაელი მალე "ჰამასს" დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მალე “ჰამასს“ "დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს" მიაყენებს და გაზრდის ზეწოლას მასზე, რათა ღაზაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს.

“ჩვენი 133 ძვირფასი და-ძმა ჯერ კიდევ ჰამასის ჯოჯოხეთშია დატყვევებული“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში, რომელიც საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლო დროს აშკარა გარღვევა არ ყოფილა. ნეთანიაჰუს თქმით, “ჰამასმა“ უარყო წინადადებები მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება და ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდა.

დღის ამბები