29 მაისი 2024,   08:27
ვრცლად
როგორ იქნება თბილისის ახალი სტადიონი და რას ნიშნავს ბრიტანული სტილი

წამყვანი ევროპული კლუბების არენების მსგავსად, ახალი სტადიონი უეფას ყველა კრიტერიუმის დაცვით აშენდება და უმაღლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რაც ყველაზე მაღალი რანგის ტურნირებისა და მატჩების მასპინძლობის უფლებას მოგვანიჭებს.

ვეტერანი ფეხბურთელები და სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ახალი სტადიონი, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ, ზოგადად, სპორტისა და ქვეყნის განვითარებაშიც უდიდეს წვლილს შეიტანს.

სტადიონზე, როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო მატჩები გაიმართება. ახალი, თანამედროვე არენა ნაკრებებს - უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად - საუკეთესოებთან დაპირისპირების საშუალებას გაუჩენს.

ახალი ეროვნული სტადიონი რამდენიმე წელიწადში დასრულდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს, რომლის მასპინძლობისთვის თანხმობის შემთხვევაში, ახალი ეროვნული სტადიონი მზად იქნება.

დღის ამბები