29 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
საქართველოს განათლების ახალი გეგმა აქვს - დოკუმენტი, რომელსაც ყველა სასკოლო საგანი უნდა მოერგოს, ბოლოს ქვეყანაში 20 წლის წინ, 2004 წელს შეიცვალა

20 წლის შემდეგ პირველად, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი დამტკიცებულია. საჯარო სკოლებში ამბობენ, რომ 6-თვიანი კომპლექსური მუშაობის შედეგად, სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო რესურსების გაუმჯობესებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სკოლებისთვის დასახული მიზნების მიღწევა.

დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში ჩართულები იყვნენ, როგორც სკოლების დირექტორები, ასევე მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, დეპუტატები და ექსპერტები. პედაგოგები ამბობენ, რომ პროექტი ზოგადი განათლების ერთგვარ კონსტიტუციას წარმოადგენს.

განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებსა და მიზნებზე ვრცლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ის მიმართულებები დააკონკრეტა, რომლებსაც ახალი დოკუმენტი ეფუძნება.

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, მედიის კითხვებს უპასუხა განათლების მინისტრმა. გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ დოკუმენტი უკუკავშირების გაანალიზების შედეგად შემუშავდა და საბოლოო ვერსიაც ამის შემდეგ მომზადდა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო პროექტს მთავრობა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

დღის ამბები