06 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთით მცხოვრები მოქალაქეები ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გააფრთხილეს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთით მცხოვრები მოქალაქეები ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გააფრთხილეს.

სამხედროებმა ღამით ღაზის რამდენიმე ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება "ჰეზბოლას" ორი წევრი მოკლეს, არიან დაჭრილებიც.

პარალელურად, მუქარის შემცველი განცხადებები ისმის ირანის მთავრობიდანაც. ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელისგან "არაფერი დარჩება" თუ ის ირანის ტერიტორიას თავს დაესხმება. იბრაჰიმ რაისმა ამის შესახებ პაკისტანში ვიზიტისას განაცხადა.

დღის ამბები