05 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა - სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო

სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. სამუშაოები ადგილზე დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, 4 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები. სამუშაოების ღირებულება 8 მილიონი ლარია. პროექტის დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.

დღის ამბები