05 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
წყალდიდობა ტანზანიაში - დაღუპულია 155 ადამიანი, სულ მცირე, 236 კი დაშავდა

ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სულ მცირე 236. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კასიმ მაჯალივას განაცხადებით, წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 200 000-ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა.

"ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლავდა ძლიერი ქარი, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანდა სახლები, რკინიგზა", – განაცხადა მაჯალივამ.

წყალდიდობა იყო ასევე კენიაში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.

.

დღის ამბები